03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-15 16:35:08, 1249 ნახვა

საზოგადოება
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” თანამშრომელ პაატა ხაჩიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მიმდინარე  წლის 14 იანვარს, თავისი თანამშრომლის, პაატა ხაჩიძის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით და თანაგრძნობასა და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს.

„ პაატა ხაჩიძე 2013 წლიდან მუშაობდა შპს ..ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალში” ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტზე. იგი იყო კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული თანამშრომელი, რისთვისაც კომპანია მისი მადლიერია და კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო. შპს ..ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” მზადყოფნას გამოთქვამს გვერდში დაუდგეს გარდაცვლილის ოჯახს და აუნაზღაუროს მის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და გაუწიოს ფინანსური დახმარება. ასევე, კომპანია მზადაა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც საჭირო იქნება გამოძიების სრულყოფილად და ობიექტურად წარმართვის მიზნით“,-ნათქვამია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics