01:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 18:26:21, 1102 ნახვა

საზოგადოება
ხუციშვილი: პანკისში ჩვენს თანამშრომლებს აქვთ ინსტრუქციები, რომ მართლწესრიგის დაცვაზე მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი პანკისის ხეობაში კულტურის სახლის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. 

როგორც მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და წინასწარი შეფასების გაკეთება გაუჭირდება. ამასთან, ხუციშვილის განმარტებით, თანამშრომლებს მიცემული აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები, რომ მეტი ყურადღებით იყვნენ ორიენტირებული პრევენცციაზე და მართლწესრიგის დაცვაზე:

„რაიმე ძალიან დეტალურის თქმისგან თავს შევიკავებ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება დაწყებულია. საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ამის შესახებ კონკრეტულად უკვე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდება ცნობილი. წინასწარი შეფასება გამიჭირდება, თუმცა ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ გვაქვს მოგეხსენებათ ცალკე განყოფილება იქ,  აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები, რომ მაქსიმალურად უფრო მეტი  ყურადღებით იყვნენ ორიენტირებული პრევენცციაზე და მართლწესრიგის დაცვაზე“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics