23:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-05 12:59:46, 1145 ნახვა

საზოგადოება
კონკურენციის სააგენტო: Booking.com-ის საკითხზე მოკვლევა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის

საქართველოს კონკურენციის სააგენტო Booking.com-ის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ-პორტალ Booking.com-ის წინააღმდეგ კონკურენციის სააგენტოში შესული განცხადების შესწავლას არასწორი გამოხმაურება მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც, სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.

„კონკურენციის სააგენტო მხოლოდ იმ განცხადების დასაშვებობას განიხილავს, რომელიც 15 ნოემბერს,  არასამთავრობო ორგანიზაციამ "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრი" შემოიტანა. ავტორი მიიჩნევს, რომ  Booking.com-ის მიერ სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულების  ერთ-ერთი  მუხლი,  კონკურენციის სამართლის კუთხით, პრობლემურია.

გვსურს განვმარტოთ, რომ კონკურენციის სააგენტო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს  ნებისმიერ შემოსულ განცხადებაზე და საკითხი ამომწურავად შეისწავლოს.

საკითხის სიღრმისეული კვლევის მიზნით, იგეგმება Booking.comის  წარმომადგენლებთან  გასაუბრება.  უკვე გამოთხოვილია ინფორმაცია სასტუმროების ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან, კერძოდ, მათსა და Booking.com-ს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; "კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის" ხელთ არსებული ინფორმაცია და ა.შ“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

დაიწყება თუ არა მოკვლევა Booking.com-თან დაკავშირებით, სააგენტო 10 იანვრამდე გადაწყვეტს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics