03:08 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 14:55:37, 2930 ნახვა

მსოფლიო
პოლიციამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილი ISIS-ის 20 წევრი დააკავა

თურქმა სამართალდამცველებმა, „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავეს, რომლებიც სტამბოლში 31 დეკემბერს ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, თურქეთის პოლიციამ რეიდები ქალაქ იზმირში განახორციელა და ეჭვმიტანილები 4 სხვადასხვა მისამართზე დააკავა. დაკავებულთაგან 11 ეჭვმიტანილი ქალია. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას „შაჰიდის ქამარი“ და სხვა საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, კლუბზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა დეტალური ინფორმაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს, სტამბოლში, ერთ-ერთ ღამის კლუბზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics