22:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 12:20:56, 1104 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის სასახლეში პატარებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

პრეზიდენტის ნაძვის ხეზე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომპაქტური დასახლებებიდან დევნილ ბავშვებს და ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა.

პრეზიდენტის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხე დევნილი ბავშვებისთვის ტრადიციულად პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მორთო.

საბავშვო მუსიკალური წარმოდგენა „საახალწლო ნაძვის ხე“  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ  მაყურებელთა თეატრმა გამართა.

საყვარელი ზღაპრის პერსონაჟებმა პატარებს საახალწლო სანახაობა შესთავაზეს.

ბავშვებისთვის ახალი წლის მისალოცად საახალწლო ნაძვის ხესთან  პრეზიდენტიც ჩამვიდა.

„ძალიან გვიხარია ახალი წელი მეც და განსაკუთრებით ბავშვებს, კონცერტიც ალბათ მოგეწონათ. ის გაგრძელდება და იქნება ძალიან მაგარი წელი“,-აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ნაძვის ხე 3-4-5 იანვარს გაიმართება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics