20:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-31 14:45:00, 1291 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში ომის ვეტერან ელდარ უბილავას ოჯახს ესტუმრა და 9 წლის შშმ გოგონას საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცა. ასევე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ფოცხოეწერში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი გოჩა ლიპარტია მონაწილეობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics