20:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 16:41:36, 1045 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ხურვალეთში მცხოვრებ დათა ვანიშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ დღეს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრები დათა ვანიშვილი მოინახულა, პრეზიდენტის მადლობის წერილი და საახალწლო მილოცვა გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსი სამხედროების გაფრთხილების მიუხედავად, სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 82 წლის დათა ვანიშვილმა, 2010 წლის შემდეგ პირველად, მოახერხა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მავთულხლართების გადმოლახვა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დათა ვანიშვილს ამ სამოქალაქო თვითშეგნების გამოვლენისათვის.

„2016 წელი იყო საპარლამენტო არჩევნების წელი. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ აწარმოა მასშტაბური კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და აი, ამ ფონზე, ბატონმა დავითმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი ეზო მავთულხლართებით აქვს შემოსაზღვრული, ვერ დაუდეს საზღვარი მის თავისუფლებას, სამშობლოსადმი სიყვარულს და სამოქალაქო თვითშეგნებას. მან ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გადმოიარა მავთულხლართები და დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. მე მაქვს დღეს დიდი პატივი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ჩამოვსულიყავი, გადმომეცა მისთვის პრეზიდენტისაგან მადლობის წერილი და მიმელოცა ახალი წელი სიმბოლური საჩუქრით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ.

კახა კოჟორიძის განცხადებით, ბატონი დავითის სამოქალაქო გმირობა მაგალითია თითოეული ქართველისათვის.

„ვფიქრობთ, რომ გაიზრდება არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა, თუ ჩვენ კარგად გავიაზრებთ  ბატონი დავითის ქმედებას, თუ თითოეული ადამიანი, რომელიც ყოყმანობს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, გაიხსენებს მის სამოქალაქო გმირობას" - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

დათა ვანიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გამოჩენილი ყურადღებისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics