07:58 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 11:46:30, 1025 ნახვა

ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ სააღდგომო ფასდაკლებების ბუმი დაიწყო

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ სპეციალურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით  50%-მდე ფასდაკლების აქციას იწყებს.

კომპანიის ინფორმაციით, სააღდგომო დღეებში ყველა ოჯახში განსაკუთრებული სამზადისია, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს და ერთგვარ ტრადიციას ნამცხვრების, ხაჭაპურებისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის სახლში გამოცხობა წარმოადგენს.  სწორედ ამიტომ  წინასააღდგომოდ,  „ტექნო ბუმი“ საცხობ ღუმელებს სპეციალურ ფასად , 50%-მდე ფასდაკლებით გაყიდის. კომპანიის ინფორმაციით, საცხობი ღუმელების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მათი ფასები კი 50% იანი ფასდაკლებით 59  ლარიდან იწყება,  სენსაციურ  ფასად გაიყიდება მხოლოდ 600 ცალი ღუმელი.

„პროდუქტი  წინასააღდგომოდ ძალიან აქტუალურია, ამიტომ უნდა იჩქაროთ,  რომ მხოლოდ ნახევარ ფასად მოასწროთ მათი შეძენა“,  -აცხადებენ „ტექნო ბუმში“.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს „ტექნო ბუმის“ მეხუთე საიუბილეო წელია და ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს.  2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება ტექნო ბუმში, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

სააღდგომო ფასდაკლლებების ბუმი კი „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics