01:10 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:44:11, 2570 ნახვა

მსოფლიო
ბერლინში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში 4 ადამიანი დააკავეს

გერმანიის სპეცრაზმმა ბერლინის ტერაქტთან დაკავშირებით 4 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. 

მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ემერიხსა და დორტმუნდში ჩატარდა. დაკავებულთა ვინაობა უცნობია.

როგორც გამოცემა წერს, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 24 წლის ტუნისელი ანის ამრი სწორედ ემერიხის მიგრანტთა ცენტრში ცხოვრობდა.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლების განცხადებით, ანის ამრის გერმანიაში თავშესაფარზე ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში უთხრეს უარი. 

ცნობისთვის, გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის, 24 წლის ტუნისელი ანის ამრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი ევროს ოდენობის ჯილდო დააწეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics