14:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 09:01:18, 1049 ნახვა

საზოგადოება
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოში  დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომა გეგმურია და 12:00 საათზე დაიწყება. ჯერ უცნობია, რა კონკრეტულ საკითხებზე იქნება საუბარი სხდომაზე.

სხდომის შემდეგ სინოდი განჩინებას გამოსცემს, სადაც სხდომის საკითხები გახდება ცნობილი.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სხდომის ხანგრძლივობა განსახილველი თემების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს 12 თებერვალს, 25 მაისსა და 10 ივნისს გაიმართა.  

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისის ბოლო სხდომა არაგეგმური იყო, სინოდი წევრებმა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics