22:00 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 15:18:15, 1667 ნახვა

პოლიტიკა Lifestyle
ჯანელიძე: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო, - ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.  

როგორც ჯანელიზე წერს, საქართველო ახალი წლიდან ევროკავშირის პარლამენტში აქტიურ პროცესს ელოდება. 

„დღეს ევროკავშირმა ახალი წელი მოგვილოცა. ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო! ახალი წლიდან ველოდებით ევროკავშირის პარლამენტში ასევე აქტიურ პროცესს. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება”, - წერს ჯანელიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ვროკავშირის საბჭოს მუდმივ წამომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) დღეს განიხილა. ევროკავშირის საბჭოს სახელით, რეგულაცია ევროპარლამენტს კენჭისყრისთვის პირველი მოსმენით გადაეცემა და შემდგომ ევროკავშირის საბჭოს მის მისაღებად. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics