|
2015-03-25 17:43:02, 596 ნახვა
საზოგადოება
2013-2015 წლებში სტატუსი 1488 დევნილს შეუჩერდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2013-2015 წლებში პროკურატურაში1488 დევნილის საქმე გადააგზავნა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, აქედან, 509 დევნილმა ისარგებლა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ძალაში2013 წლის25დეკემბერსშევიდადა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა. „კანონის თანახმად, პირებს, რომლებმაც იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა გააყალბეს(სახელისადაგვარისგაყალბება, დევნილის მოწმობაში ფოტოსურათის შეცვლა, ერთ დევნილზე ორი ან მეტი დევნილის მოწმობის არსებობა და ა.შ.)და აღნიშნულის თაობაზე მიმართეს კანონით გათვალისწინებულ დაწესებულებებს ეპატიათ აღნიშნული დანაშაული და შეუნარჩუნდათ მიღებული ფინანსური სარგებელი. ამნისტია არ შეეხო იმპირებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან ფართის ეკვივალენტური ფულადი კომპენსაცია. 2013 წელს დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციის პროცესში აღმოჩენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრომ პროკურატურაში გადააგზავნა229 დევნილის საქმე. დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას შესწავლილ მასალებსა და დოკუმენტაციაში აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე, სტატუსი შეუჩერდა 750დევნილს“,-აღნიშნულია ლტოლვილთა და დევნილთა სამინისტროს განცხადებაში.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)