11:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 16:26:58, 1033 ნახვა

საზოგადოება
ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერი გაიხსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში, კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერი გახსნა.

მერიის ინფორმაციით, დასასვენებელი ადგილი 2800 კვადრატულ მეტრზე მოეწყო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ შადრევანს, მოეწყო თანამედროვე საპარკე ფურნიტურა. კერძოდ: დაიდგა საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, ასევე გაკეთდა საბავშვო სათამაშო მოედანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა ტერიტორია, დაირგო 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, 1000 კვადრატულ მეტრზე კი დაიგო ქვაფენილი.

თბილისის მერის დავით ნარმანიას გაცხადებით, ქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სკვერი შეემატა.

„აღნიშნული სკვერით, არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს, არამედ გვერდით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც .მნიშვნელოვანია , რომ ბოლოს სკვერი  1979 წელს შეაკეთეს,  ამის შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული. კეთილმოწყობის სამუშაოები ინფრასტრუქტურის კუთხითაც ჩატარდა, ზაფხულიდან შადრევანიც დაიწყებს ფუნქციონირებას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილიც იმყოფებოდნენ.

კვაჭანტირაძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში დასრულდა. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია შპს „ქართლმა“ ჩაატარა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოიყო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics