|
2016-12-17 12:54:46, 2676 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო, რამდენი რესპუბლიკელი უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინს
ამერიკის შეერტებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო თუ რამდენი რესპუბლიკელი უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, - ამის შესახებ ბარაკ ობამამ პრეზიდენტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ობამამ აღნიშნა, რესპუბლიკელი ამომრჩევლების 1/3-ზე მეტი მხარს რუსეთის პრეზიდენტს უჭერს. „ჩატარდა კვლევა, ბევრმა თქვენგანმა ის ნახეთ, რომელშიც გამოჩნდა, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების 37% მხარს უჭერს პუტინს. რესპუბლიკელი ამომრჩევლების 1/3-ზე მეტი მხარს უჭერს პუტინს, ”კა-გე-ბე”-ს ყოფილ თანამშრომელს. რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა“, - განაცხადა ობაბამ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, უცნაურია რომ მოსახლეობამ, რომელიც მას აკრიტიკებდა ვლიდიმერ პუტინთან საუბრების გამო, არჩევნებზე დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი. „ზოგიერთები, ვინც მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ რუსეთს ვესაუბრებოდი, ასევე მხარი დაუჭირეს არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობდა, რომ შეაჩერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პუტინთან ერთად იმუშავებს“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ. მისივე განმარტებით, მოსახლეობა ყველაფერს სხვა ჭრილში ატარებს და არასწორ აქცენტებს სვამს. "იქამდე სანამ, ხალხი არ დაინტერესდება იმით რა არის ჩვენთვის კარგი ან პირიქით საზიანო, მაგრამ ყოველთვის გაავლებს პარალელებს დემოკრატებთან ან ბარაკ ობამასთან, იქამდე ქვეყანა იქნება სხვი გავლენის ქვეშ", - დასძინა მოქმედმა პრეზიდენტმა. ამასთან, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ზე პატარა, სუსტი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკის შეცვლა ან დაზუსტება არ შეუძლია. "მათი ეკონომიკა არაფერს არ აწარმოებს, რისი შეძენის სურვილიც ვინმეს ექნება, გარდა ნავთობპროდუქტებისა. მაგრამ ისინი შეძლებენ ჩვენზე გავლენას, თუ ჩვენ საკუთარ თავს დავკარგავთ. ისინი შეძლებენ ჩვენზე გავლენას თუ უარს ვიტყვით ჩვენს ფასეულობებზე. პუტინი შეძლებს ჩვენს დასუსტებას, ზუსტად ისე, როგორც ის ასუსტებს ევროპას, თუ დავიწყებთ იმის მიღებას, რომ მედიის დაშინება ნორმალურია, ან თუ მოხდება ადამიანების დისკრიმინაცია მათი რწმენისა და გარეგნობის გამო", - განაცხადა ობამამ. გარდა ამისა, ბარაკ ობამა სირიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, როომ თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს. "ყოველთვის ვგრძნობდი პასუხისმგებლობას იმისა, თუ რა ხდება სირიაში. ყოველთვის ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო და ვერ გავაკეთე, რომ ამდენი ადამიანი არ დახოცილიყო. ყოველთვის მეგონა, რომ შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურად მოქცევა, რომ ამდენი ბავშვი ტყვილად არ ეწამათ. ამ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვიგრძნობ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)