23:09 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 21:09:57, 2651 ნახვა

მსოფლიო
თბილისი გერმანულ-ფრანგულ რეგიონალურ ამბასადორიალს უმასპინძლებს

16 დეკემბერს თბილისში ფრანგულ-გერმანული რეგიონალური ამბასადორიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სომხეთში, თურქეთის რესპუბლიკასა და რუსეთში.
 
აღსანიშნავია, რომ გერმანულ-ფრანგული ამბასადორიალი თბილისში პირველად იმართება. ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რა დროსაც ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მასთან მიმართებაში გერმანია-საფრანგეთის პოლიტიკაზე. ამბასადორიალის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ აღნიშნულ რეგიონში სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics