11:22 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 17:13:10, 1268 ნახვა

პოლიტიკა
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართავს. ორგანიზაცია გამოიყენებს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების თანახმად, კომისიის შემადგენლობაში ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. 

"საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დამტკიცებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების მიხედვით, კომისიაში ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

დებულებაში, არაფერია ნათქვამი, რომელი შერჩევის წესის მიხედვით უნდა განისაზღვროს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა კომისიაში. შესაბამისად, ივარაუდება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „განსაზღვრებას“ გამოიყენებს ინდივიდუალური შეხედულებით ან/და საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებული განაცხადების საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს წერილობით 16 დეკემბერს მიმართავს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics