2016-12-15 17:01:23, 2254 ნახვა
ეკონომიკა
ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წელთან შედარებით 14.8 %-ით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 97.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 242.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) 2015 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტია.
მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.7 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გარდა ამისა, იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.8 პროცენტი მოდიოდა. 2016 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.1 მლნ აშშ დოლარი (42.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.7 მლნ აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან