|
2016-12-15 14:25:48, 1606 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა არსებული სახით პოზიტიური პოლიტიკური ნებით მოქმედებს
„ჩვენი მიზანია, რომ სწორი ფორმატი ჩამოვაყალიბოთ და სწორედ ასეთი ფორმატია შემოთავაზებული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ვადებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც პარლამენტის სპიკერმა სხდომაზე აღნიშნა, სწორი ფორმატითა და სწორი სამუშაო გეგმით, შესაძლებელია ოთხი თვის ვადაში საკონსტიტუციო კომისიის კანონპროექტის გადასინჯვის მომზადება. „ვინც იცნობს წინა კომისიების მუშაობის გამოცდილებას, დამეთანხმება, რომ 4 თვიანი ვადა არ არის შემჭიდროებული ვადა. ეს არის საკმაოდ რაციონალური ვადა. წინა საკონსტიტუციო კომისიამ სამი წელი მოანდომა მუშაობა. მე პირდაპირ შემიძლია გითხართ, რომ კიდევ სამი წლით, რომ გაეგრძელებინათ იმ კომისიის მუშაობის ვადა, მაინც არ დასრულდებოდა შედეგით და იმას ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზი. მიზეზი იყო ის, რომ ზუსტად არასწორი ფორმატით ჩამოყალიბდა მაშინ საკონსტიტუციო კომისია. თავის დროზე ვამბობდი, მაშინ როგორც ექსპერტი. ვამბობდი, რომ დარღვეული იყო პრინციპები. რაც შეეხება ოთხ თვიან ვადას, კიდევ ერთხელ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა ეს ვადა, არსად არ გვეჩქარება. თუმცა ერთი ამოცანა გვქონდა, ძალიან ბევრი სპეკულაციაა, არამარტო სპეკულაცია. მათ შორის ობიექტური ლოგიკიდან გამომდინარე მოსაზრებები გვესმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიცავს გარკვეულ საფრთხეს. ჩვენი ამოცანა არის შემდეგი, გვინდა რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ასეთი საუბრები“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, რაც უფრო მეტად იქნება გაგრძელდება კომისიის მუშაობა, ის ნაკლებად ეფექტური იქნება. „ჩვენ გვინდა დავხვეწოთ კონსტიტუცია და ვაჩვენოთ ყველას, რომ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკური ნება. არანაირ საფრთხეს არ შეიცავს საკონსტიტუციო უმრავლესობა არსებული სახით. გამომდინარე იქიდან რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოქმედებს პოზიტიური პოლიტიკური ნებით. ჩვენ გვინდა ეს რაც შეიძლება მალე. კიდევ ერთხელ ოთხ თვიანი ვადა არის რაციონალური ვადა, გაგრძელებას არაფერი არ უდგას წინ, თუმცა რაც მეტად გავაგრძელებთ კომისიის მუშობას, მე დარწმუნებული ვარ უფრო მეტად არაეფექტური იქნება. ამ ვადის ფარგლებში არის შესაძლებელი დახვეწილი, დოკუმენტის მომზადება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)