06:46 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 17:27:31, 2246 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
ქუმსიშვილი: 2016 წლის სამივე კვარტალში წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

2016 წელს ყველა კვარტალში კერძო სექტორმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით“, - ამის შესაებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2016 წლის პირველ და მეორე კვარტლებში შეიქმნა 33 - 33ათასი სამუშაო ადგილი, მესამე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 37 ათასამდე გაიზარდა. პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2013 წლის შემდგომ უმუშევრობის დონე შემცირდა და 2015 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, 12%-მდე ჩამოვიდა.

მისივე თქმით, 2015 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 34.7 ათასით გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შემცირებულია თვითდასქმებულთა რაოდენობა და 61 ათასზე მეტით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. 2015 წელს 2012 წელთან შედარებით დასაქმება გაიზარდა 55,9 ათასით, დაქირავებულთა დასაქმება კი 91 ათასით, რაც შეეხება 2016 წელს, სამივე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილი იყო წინა წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics