2016-12-14 16:57:55, 2273 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
ქუმსიშვილი: 2017 წელს საქართველოს 4 ქალაქში მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს, საქართველოს 4 ქალაქში : ბათმში, ქუთაისში, გორში და თელავში, თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა,პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვაესი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები,რომელიც საქართველოს ოთხ ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების წესს შუწყობს ხელს. რაც ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ფეხბურთის და რაგბის სტადიონების განახლებას თბილისში, რუსთავში დაქუთაისში," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან