02:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-04 12:07:49, 1078 ნახვა

საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ფერეიდნელი ქართველების პროექტი გაგრძელდეს და მასში გოგონებიც ჩაერთონ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ფერეიდნელი ქართველებისათვის ქართული ენისა და ქართული ხალხური მუსიკის შემსწავლელი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

პროექტს "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI'' ახორციელებდა, რომლის ფარგლებშიც ფერეიდნიდან ჩამოსულმა ქართველმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს და დახვეწეს ქართული ენა, დაეუფლნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

პროექტი ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მოწყობას და საქართველოს ისტორიული ძეგლების გაცნობასაც ითვალისწინებდა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, 
პრეზიდენტის ინიციატივით ეს პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.

"ამ ეტაპზე პროექტით სარგებლობის საშუალება მხოლოდ ვაჟებს აქვთ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ჩვენი სურვილია, სამომავლოდ ამ პროექტში გოგონებიც ჩაერთონ და ფერეიდნიდან ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლის საშუალება მიეცეთ'',  - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტის შემჯამებელ შეხვედრაზე ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა ის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეისწავლეს.  პროექტის მონაწილე 12 ფერეიდნელ ქართველს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics