00:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 11:03:52, 644 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ინოვაციური მეთოდების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს საინფორმაციო ბაზების გამოყენებით სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, დანერგვისა და პროგნოზირების საერთაშორისო ინოვაციური მეთოდოლოგიების თაობაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.

ღონისძიება პროექტის - „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ - ფარგლებში მოეწყო.

ტრენინგს სააგენტოს ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ტრენინგი მოიცავდა „Big Data“-ს და „Foresight“-ის მეთოდოლოგიების გაცნობას, რომლებიც გამოიყენება მზარდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების შესაძლებლობების ანალიზისთვის („Big Data“), ასევე პროექტებისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპზე მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირებისათვის („Foresight“).

ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები: ჯოზეფ კურტო ( Josep Curto; „Big Data“) და ჯონ სვინი (John Sweeney; „Foresight“), რომელთაც „Big Data“-ს და „Foresight“-ის მეთოდოლოგიების გამოყენებით საჯარო სტრუქტურებში პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

„ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. ასევე ინოვაციური მეთოდოლოგიის გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუწყობს სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის, „სერვისლაბის“ (ServiceLab), შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც გამოიხატება არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი პროდუქტების შექმნაში“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ზემოთ ხსენებული ტრენინგები სააგენტოს ინოვაციების მართვისა და კვლევების სამსახურის ინიციატივით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით ჩატარდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics