00:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 14:40:25, 861 ნახვა

საზოგადოება
ვალერი კვარაცხელია: 2018 წლიდან შიდსის მკურნალობის დაფინანსება მთლიანად სახელმწიფოზე გადავა

 „2018 წლიდან შიდსის მკურნალობის დაფინანსება მთლიანად სახელმწიფოზე გადავა“, - აღნიშნული განცხადება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენციის გახსნაზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა.

„2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო შიდსის მკურნალობის დამოუკიდებლად დაფინანსება. წლების განმავლობაში ამას „გლობალური ფონდი“ უზრუნველყოფდა. 2015 წლიდან პირველი ჯგუფის მედიკამენტებს სახელმწიფო აფინანსებს. 2018 წლიდან, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შიდსის მკურნალობის დაფინანსება გადავა სახელმწიფოზე“, - აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

ვემხრობი შიდსის დამარცხებას!  - ამ ლოზუნგით, გაეროს შიდსთან ბრძოლის პროგრამამ ახალი კამპანია დაიწყო, რაც პრევენციას, ტესტირებას, გამოვლენას, 0 დისკრიმინაციას, ინვესტიციას, ზიანის შემცირებასა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის გავრცელების სტატისტიკაზე ისაუბრა. „ევროპაში ყოვფელდღიურად ინფიცირების 400-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ მხრივ, სიტუაცია განსაკუთრებით რთულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა ჩაიტაროს ტესტი, რათა გაიგოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიიღოს მკურნალობა, რომელიც საქართველოში უფასოა და გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი,“ - განაცხადა მან.

2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრში აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 2016 წელს - 663, ხოლო შარშან -  717.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, 1 დეკემბერს,  მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში, 1987 წლიდან აღინიშნება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics