00:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 14:05:03, 745 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლის პროექტ „ზღაპართერაპიაში“ 48 მოსწავლე მონაწილეობდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლში  „ზღაპართერაპიის“  კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს"  დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნბობეს. 

მათივე ცნობით,  მასში თბილისის სხვადასხვა სკოლის 48 მოსწავლე მონაწილეობდა. 

ცნობისთვის,  პროექტი - „ზღაპართერაპია“ არის ჯგუფური თერაპიის მეთოდი, რომელიც 11-14 წლის მოზარდებისაა განკუთვნილი. 

მისი მიზანია ბავშვებმა ისწავლონ პრებლემების კონფლიქტის გარეშე მოგვარების გზები; ასევე, გააცნობიერონ, თუ რა  უარყოფითი შედეგების გამომწვევი შეიძლება გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა  და რომელი პოზიტიური ქცევით იქნება სასურველი მისი ჩანაცვლება.

თერაპიის მსვლელობისას ბავშვებს, ასევე,  უვითარდებათ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი. 

პროექტი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ახალგაზრდული კლუბის" ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. 

„ახალგაზრდული კლუბი" არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. კლუბი მედიაციის სახლში ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.

განსაკუთრებული ყურადღება კი ყოფილი პატიმრებისა ან პატიმართა ოჯახის წევრებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 14 წლამდე მოზარდებს ეთმობა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics