13:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 16:45:43, 631 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი ხალხის დასაშინებლად სჭირდებათ

„ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი ხალხის დასაშინებლად სჭირდებათ“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს განვითარება სჭირდება და არა სააკაშვილის წარსულში დაბრუნება.

 „ივანიშვილს და სააკაშვილს ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ხალხი დააშინონ ერთმანეთით. ამიტომ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს და ჩვენს  მომავალს არც ერთი არ სჭირდება. საქართველოს სჭირდება განვითარება და საქართველოს  არ სჭირდება დაბრუნება სააკაშვილის წარსულში. რაც მთავარია, აქციაზე მისული ხალხი, ძირითადად გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც მთელს საქართველოშია, რომ უმოქმედობამ საქართველო დახია უკან. აქედან გამომდინარე „თავისუფალი დემოკრატები“ ვიმოქმედებთ ზუსტად ისე, როგორც ეს სჭირდება  ხალხს და  ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ წავიყვანთ ქვეყანას. ძალიან მალე  ჩვენ გვექნება ჩვენი  ეკონომიკური გეგმის პრეზენტაცია  და ასევე ამასთან, შესაბამისად  ჩვენი დღის წესრიგით შევალთ პარლამენტში“,-განაცხადა ალასანიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics