00:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 14:38:44, 982 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გახდა

აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა დღეს  გაიმართა, რომელზეც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარედ 36 წლის დავით გაბაიძე აირჩიეს.

დავით გაბაიძე, პროფესიით იურისტი (ი. ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი) გახლავთ  აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მედიატორი; შპს ,,ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი"-ს არბიტრი; სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2014 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად. გაბაიძე  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  იყო (2006-2007), სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკი" იურიდიული განყოფილების უფროსი (2005-2006), მუშაობდა იურისტად სხვადასხვა კერძო კომპანიებში.

 2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის  სპეციალიზაციით; 2004 - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა – საერთო სპეციალიზაციით.

22 წლის ასაკიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლასა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics