23:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 23:00:32, 794 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესვე გადაეგზავნება

თავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ პარლამენტის დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესვე გადაეგზავნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ შესაბამის დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა. 

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს დანიშნავს, პრემიერ-მინისტრი კი, ასევე 2 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

ცნობისთვის, მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. მინისტთა კაბინეტს მხარი 110 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 19 პარლამენტის წევრმა მისცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics