02:42 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 17:20:19, 1717 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობა უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად აქტიურად მუშაობს

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ტურიზმისა და აღნიშნული სექტორიდან გენერირებად შემოსავალზე ისაუბრა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ტურიზმი ტრადიციული სექტორია და მიმდინარე წელს, აღნიშნული დარგი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ აშშ დოლარს დააგენერირებს.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს უცხოელი ვიზიტორების მოსაზიდად და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მარკეტინგსა და პრომოციაზე, რომელთა დაფინანსებაც გაგრძელდება.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გამახვილა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხორციელდება. ქუმსიშვილის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე მიზნები, რომლებიც გაწერილია ტურიზმის სტრატეგიაში, ვერ იქნება მიღწეული. მათ შორის, ტურისტების სამიზნე რაოდენობა და აღნიშნული სექტორიდან მოსალოდნელი შემოსავალი.

„ორივე მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით და ეს დადებითად აისახება ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics