16:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 10:54:12, 1730 ნახვა

სამართალი
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოიძების ცნობით, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის"  გავლით შემოიტანა და შემდეგ, საქართველოში გაასაღა 10 400 ყალბი თურქული ლირა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გაყალბებულ კუპიურებთან ერთად, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე, 260-ე და 262 მუხლებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics