15:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 14:25:28, 797 ნახვა

საზოგადოება
კოკა ყანდიაშვილმა არ იცის, მიიღებს თუ არა საზმაუს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას

ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილს გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში.

როგორც ყანდიაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აზრი იმ შემთხვევაში აქვს,  თუ მას ტელევიზიაში მუშაობის და ცვლილებების საშუალებას მისცემენ.

"იმაზე არ მიფიქრია მივიღებ თუ არა მონაწილეობას დირექტორის შესარჩევ კონკურსში. ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი მიფიქრია.  არ ვიცი საერთოდ რა ეშველება მაგ არხს და რა მომავალი აქვს. მანდ მისვლას აზრი იმ შემთხვევაში აქვს თუ საქმეს გაგაკეთებინებენ. თუ საქმეს არ გაგაკეთებინებენ რა აზრი აქვს. ამიტომ ეს ძალიან სერიოზულად მოსაფიქრებელია. ტელევიზიაში მიდიხარ რეალურად ძალიან დიდი შრომის ჩასატარებლად. ძალიან რთულია საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა. ერთი რამ ვიცი ბევრი რამ უნდა გაკეთდეს",- განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.

როგორც ცნობილია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარასკევს მან ბორდს უკვე მიმართა ხოლო საჯარო განცხადებას ორშაბათს გააკეთებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics