12:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 22:46:34, 736 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი არჩევნებზე: ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ჩატარდა საქართველოში

ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ჩატარდა საქართველოში, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გაყალბების ყველა ტექნოლოგია გამოიყენა და განსაკუთრებულად ზუგდიდში სანდრა რულოვსის წინააღმდეგ იაქტიურა. მისივე თქმით, "ქოცები" გამარჯვებას იმიტომ არ ზეიმობენ, რომ მათ იციან, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები.

„ივანიშვილმა პირდაპირ თავხედურად გააყალბა ზუგდიდში არჩევნები. სულ რომ ყირაზე დამდგარიყო ზუგდიდი, სანდრა მაინც არ წააგებდა და ეს ყველამ იცოდა. ციფრები, რომელიც დაფიქსირდა, ყველამ იცის, რომ არ ასახავს რეალობას. ამ ციფრებს არ ვთვლი არაფრად იმიტომ, რომ ეს არის ყალბი. რატომ არ ზეიმობენ ქოცები გამარჯვებას? იმიტომ, რომ ყველამ იცის, რაც მოხდა და როგორც გაყალბდა. ეს იყო ყველაზე დიდი აფიორა, რაც კი ჩატარდა საქართველოში,“ - განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტევიუში.

სააკშვილმა აქვე დასძინა, რომ გაყალბებული არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ „დედის რძესავით შეირგო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics