|
2016-11-15 17:20:56, 1109 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: პედაგოგს საშუალება უნდა ჰქონდეს მოსწავლეებს ცხოვრებისეული ურთიერთობის საკითხებზეც ესაუბროს
„სამინისტრო განათლების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის წერილობით ვერსია დაახლოებით ორ-სამ კვირაში იქნება მზად“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, სტრატეგიის პირველი ნაწილი მოკლევადიანია და შედეგს მომავალი წლისთვის მოიტანს. „ამ მხრივ ბევრი მიმართულებაა - ბაღი, სკოლა, პროფესიული სწავლება, უნივერსიტეტები, მეცნიერება. თითოეულ მათგანში კი გეგმები არის დამოუკიდებელი. მაგალითად, თავად სკოლაში არის რამდენიმე პრობლემა. ერთი პრობლემა მგონია, რომ არის თვითონ სკოლის დანიშნულება და სკოლის კონცეფციის, მიზნის გააზრება. დღევანდელი სკოლა არის მისადაგებული, რომ ბავშვმა ჩააბაროს გამოცდები, არადა მთელს მსოფლიოში სკოლის მიზანია, ბავშვი მოამზადოს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მე მომხრე ვარ, სკოლა განვიხილოთ ცხოვრებისთვის მომზადებად. აქედან გამომდინარე, სკოლის პროგრამა იქნება თუ პროექტები, ამაზე უნდა იყოს მისადაგებული“,-განაცხადა ჯეჯელავამ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკაში შუა კლასებში მოსწავლეებს დავალებებით მინიმალურად ტვირთავენ. თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოში ამ ასაკის ბავშვები მაქსიმალურად დატვირთულები არიან. „მაგალითად, იგივე წილადები - თუ უნდა გაგვევლო სამ გაკვეთილზე, გაიწერება ოთხ გაკვეთილზე, რომ მეტი დრო ჰქონდეთ ბავშვებს იმავე მასალის ასათვისებლად შუა კლასებში. ეს არის მთავარი, რაც შეიცვლება. რა უნდა დარჩეს საგანში და რა ამოვიდეს, ეს უკვე სპეციალისტების გადასაწყვეტია. ანუ, ლაპარაკია, რომ მეტი დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს. ეს გამოიწვევს უკეთ ათვისებას, ნაკლებ სამუშაო დავალებას, ჩანთის შემსუბუქებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ პედაგოგს მეტი საშუალება ექნება, ბავშვებს საშინაო დავალების გარდ,ა ესაუბროს ნებისმიერ საკითხზე. აი, აქ არის ცხოვრებისთვის მომზადების საკითხი. პედაგოგს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაწყებით და საშუალო კლასებში არა მარტო ქიმიაზე ან ბიოლოგიაზე ესაუბროს ბავშვებს, არამედ ცხოვრებისეული ურთიერთობის საკითხებზეც. ამისთვის კი სჭირდება დრო და ეს დრო ექნება. სკოლა უნდა გახდეს ორიენტირებული პიროვნების აღზრდაზე. ამასთან, რასაც ამოვაკლებთ სასკოლო პროგრამას მე-7 კლასში, ჩავამატებთ მე-12 კლასში. ანუ, საუბარი არ არის, რომ აღარ ისწავლოს, საუბარია იმაზე, როდის ისწავლოს“,- დასძინა ჯეჯელავამ.
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)