19:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 10:53:28, 1714 ნახვა

ეკონომიკა
ყალბი 100 და 50-ლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატიურად ასაღებდა კუსტარული წესით დამზადებულ ყალბ 100 და 50 ლარიან კუპიურებს.

„საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია გასაღებული ყალბი ლარის ბანკნოტები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics