18:37 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 16:42:23, 738 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობაში უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა.

გამგეობის ინფორმაციით, კომისია, რომლის თავმჯდომარეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაიაა, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგი მოიწონეს და პირველივე სხდომაზე დებულების შემუშავება მოხდა. ამასთან, სხდომაზე შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც ბენეფიციარების კატეგორიების ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ და ჯგუფი, რომელიც შეაგროვებს წინადადებებს დებულების შესადგენად. კომისიის შექმნის იდეა ეკუთვნის მუნიციპალიტეტის გამგეობას არსებული საჭიროების გათვალისწინებით.

გამგეობის სოციალური განყოფილების მონაცემთა ბაზაში არსებულმა ინფორმაციამ უსახლკარო და მძიმე სოციალური საცხოვრისი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვიტა ასეთ ბენეფიციარებს სახლი აუშენოს.

როგორც ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, საპილოტე პროექტები, რომელზეც შემდგომ კონკურსი გამოცხადდება, უკვე მომზადებულია.

„მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი იქნება კომფორტული და დაცული იქნება ჰიგიენის ყველა კრიტერიუმი, რაც ითვალისწინებს სველი წერტილების მოწყობას“, - აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics