|
2015-03-20 16:13:30, 885 ნახვა
სამართალი
როლანდ ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილ სამხარეო პროკურორს და დეპუტატს როლანდ ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საკმაოდ ვრცელი განმარტება გააკეთა და ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რის გამოც როლანდ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქმის განხილვის დროს დაზარალებულების ჩვენება, რომლის მიხედვითაც ყოფილი პროკურორის მხრიდან თანხის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია. ამასთან მოსამართლე მგელიაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ თანამდებობის პირს საქველმოქმედო საქმიანობის უფლება აქვს და ეს როლანდ ახალაის მხრიდან არ იყო დანაშაული. როგორც როლანდ ახალაიამ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას დანაშაული არ ჩაუდენია და ეს იყო პოლიტიკური დევნა. "მე ვიცოდი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ეს იყო პოლიტიკური დევნა. მე არაერთხელ ვთქვი და სამწუხაროდ, ამას დღემდე არავინ უსმენდა. ვიცოდი, რომ სამართლიანი სასამართლოს შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დამდგარიყო. ჩემი აზრით, შეიძლება ბევრი ზეწოლა განხორციელდა მოსამართლეზე, მაგრამ სასამართლომ საბედნიეროდ, გაუძლო ამ ზეწოლას. იმედი მრჩება, რომ სასამართლოში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს შექმნაში დებენ თითო აგურს. ამ საქმეს არ ჰყავდა დაზარალებული და როგორ შეიძლება, როდესაც დაზარალებული არ არის, დანაშაულს ჰქონოდა ადგილი", -ახალაიამ. ცნობისთვის, დეპუტატ როლანდ ახალაიას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ჰქონდა წარდგენილი. სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი თვის განმავლობაში მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი გირაო 10 ათასი ლარი.
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)