07:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-06 16:24:09, 700 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი: საქართველო მღელვარე რეგიონში კვლავ ნათელ წერტილად რჩება

 „დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გზით,  საქართველო მღელვარე რეგიონში კვლავ ნათელ წერტილად რჩება“ - ასე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი სტივ ჩაბოტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

კონგრესმენის განცხადებით,  ამ არჩევნებით, რომელიც როგორც კანდიდატების, ისე ქართველი ხალხის უფლებათა სრული დაცვით ჩატარდა,  საქართველომ კიდევ ერთი უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიული რეფორმების გზაზე.

„საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მეგობარი და მოკავშირეა და მე  მხარს ვუჭერ მისი ჩართულობის გაძლიერებას რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართულ საქმიანობაში. ვულოცავ ქართველ ხალხს და მოუთმენლად ველი საქართველოს ახალ მთავრობასთან თანამშრომლობის დაწყებას“ - ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენის განცხადებაში.

ჩაბოტის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics