06:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 19:00:43, 770 ნახვა

პოლიტიკა
ლიბიის სანაპიროსთან ორი გემის ჩაძირვას 240 მიგრანტი ემსხვერპლა

ლიბიის სანაპიროსთან ორი გემის ჩაძირვას სულ მცირე 240 მიგრანტი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას France Press-ი ლტოლვილთა სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ერთ-ერთი ხომალდი, რომლის ბორტზე 140 ადამიანი იმყოფებოდა, ლიბიის ნაპირიდან გასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში ამოტრიალდა. ბორტზე მყოფი პირებიდან 29 ადამიანი გადარჩა. მეორე ჩაძირული ხომალდიდან მხოლოდ 2 ქალი გადარჩა.

მათი თქმით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ცნობისთვის, მიგრანტები აფრიკიდან ევროპის სანაპირომდე ცდილობდნენ მიღწევას. შეგახსენებთ, რომ გაერო-ს მონაცემებით, 2016 წელს ხმელთაშუა ზღვაში 4 220 ადამიანი დაიღუპა. 2015 წელს კი ეს რიცხვი 3 777-ს შეადგენდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics