06:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 17:14:23, 632 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მისიის ხელმძღვანელ, ალექსანდრე კელტჩევსკისთან.
 
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა OSCE/ODIHR-თან მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნული ინსტიტუტის რეკომენდაციების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობაზე.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს წარმომადგენლებს არჩევნების ორივე ტურის მონიტორინგის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და საარჩევნო პროცესების დადებითი შეფასებისათვის.
 
აღსანიშნავია, რომ OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდა.
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics