06:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 13:45:23, 613 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილისთვის უცნობია, დარჩება თუ არა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე

დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პარლამენტში ისევ დაიკავებს თუ არა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, მისთვის უცნობია.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, თანამდებობის საკითხები პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

„ჩემთვის თავდაცვისა და უშიშროების საკითხები პროფესიის ნაწილია. თავმჯდომარე ვიქნები თუ რიგითი წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას, მითუმეტეს, რომ ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, საპარლამენტო უმრავლესობის ძველ და ახალ სახეებად დაყოფა.

„მე ასეთი ფორმულირება, ძველი და ახალი სახეები არ მესმის. მე მესმის ფორმულირება კვალიფიციური პროფესიონალი და საქმის მცოდნე. ამიტომ არ მგონია, რომ ძველით და ახალით იზომებოდეს რამე. ძველს შეიძლება მეტი გამოცდილება აქვს. ახალს კი მეტი ცოდნა. ჩემი აზრით ამის სინთეზი საუკეთესო ვარიანტი იქნება“, - განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics