10:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 17:34:34, 515 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: პუტინის და მარგველაშვილის შეხვედრა ამ მძიმე ვითარების ფონზე ვერ წარმომიდგენია

„პუტინის და მარგველაშვილის შეხვედრა და დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა ამ მძიმე ვითარების ფონზე ვერ წარმომიდგენია“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც  პესკოვით თქმით, ქართველი და რუსი დიპლომატები არ გამორიცხავენ რუსეთ-საქართველოს პირველი პირების შეხვედრას.
ბერუჩაშვილის თქმით, მან არ იცის პესკოვი რომელ დიპლომატებზე საუბრობდა.
„მე არ ვიცი, რომელ დიპლომატებზე საუბრობდა, რომლებმაც შეხვედრების   ასეთი  სურვილი გამოთქვეს.  ჩვენ ხელთ არსებული  ინფორმაციით,  რუსეთი არ იყო მთლიანად მზად ამ პროცესისთვის, იმის ფონზე რაც დღეს მიმდინარეობს  რუსეთის მხრიდან, იმის ფონზე, რომ გუშინ პრაქტიკულად განხორციელდა  საქართველოს ტერიტრორიების ანექსია ანუ განმეორდა ის ნაბიჯი, რაც ერთხელ უკვე  გადადგმა რუსეთმა ოკუპირებული   ტრერიტორიების ანექსია მოხდა.  ეს ფონი არის უმძიმესი და მე  ვერ წარმომიდგენია ამ სიტუაციაში  დიალოგის ახალი ფორმატების  შექმნა, ის  ფორმატები რაც არსებობს, საქართველო მას იყენებს და შეეცდება  გამოიყენოს უფრო ეფექტიანად“,-განაცხადა ბერუჩაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება გააფორმა, რომელსაც რუსეთის პირველმა პირმა ვლადიმერ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა   ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics