03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 14:37:18, 835 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძე: ამ ეტაპზე პრეზიდენტის საფარქვეშ არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა არ განიხილება

პრეზიდენტი ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის საფარქვეშ შესაძლოა ჩამოყალიბდეს ახალი პროდასავლური პარტია და მისი წევრები შესაძლებელია „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერები იყვნენ.

მიშველაძის განმარტებით, პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ლიდერთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო ისე შეასრულებს.

„პრეზიდენტი მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და პოლიტიკურ ლიდერთან დიალოგისთვის და საუბრისთვის. თუმცა ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური პარტიის შექმნა პრეზიდენტის საფარქვეშ არ განიხილება, პრეზიდენტი ასრულებს თავის უფლებამოსილებას, როგორც უპარტიო.ეს ქვეყნის განვითარებისთვის და ზოგადად დემოკრატიულობისთვის კიდევ უფრო სასარგებლოა. ასევე ვაპირებთ ამ ეტაპისთვის გაგრძელებას“,-აღნიშნა მიშველაძემ.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი  ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ  თანამედროვე დემოკრატია ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე ვერ შედგება.

"ძლიერი პოლიტიკური პარტიების არსებობა ეს არის საზოგადოების მდგრადობისათვის აუცილებელი.  ეს უნდა იყოს და სავარაუდოდ, არის კიდევაც სახელმწიფო ინტერესებში.ცუდია ის, რაც ხდება დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში",-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics