03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 14:54:09, 661 ნახვა

პოლიტიკა
თოფაძე: „ქართული ოცნება" ძალიან დიდ ეკონომიკურ ზრდას გეგმავს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.

როგორც   პარტია „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“  ლიდერმა გოგი თოფაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემაზე 2012 წლამდე უნდა ეფიქრათ. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“  ძალიან დიდ ეკონომიკურ ზრდას გეგმავს და თუ პარლამენტში დაბრკოლებები არ ექნებათ, ამ გეგმის განხორციელებას ადვილად შეძლებენ:

„საკონსტიტუციო უმრავლესობის პრობლემაზე  2012 წლამდე უნდა გვეფიქრა, რომ ერთპარტიულ ჯგუფს ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა უფლება. რა შედეგი მივიღეთ, ხომ ნახეთ. რა ცხრა წელი  გავატარეთ მთელმა საქართველომ. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს ძალიან დიდ ეკონომიკურ ზრდას, სოფლის მეურნეობის ძალიან ძლიერ განვითარებას და ამისათვის საჭიროა, რომ ის იდეები, რომლებიც იქნება განხორციელებული „ქართული ოცნების“ მიერ... როცა აღარ იქნება დაბრკოლებები, ვეტოს დადება, რაღაც ხელის შეშლა, ყელაფერი  ისე წავა, რომ ვფიქრობ, ეს 4 წელი საქართველოსთვის იქნება ძალიან დიდი წინსვლის აღიარება. დარწმუნებული ვარ ამაში“, - განაცხადა გოგი თოფაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics