03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 13:42:29, 770 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი: არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანა ნაცვლიშვილის  განცხადებით, საპარალამენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ ძალადობას უბნების გარე პერიმეტრზე  ადგილი არ ჰქონია.

„თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მეორე ტურებზე კვლავ გაგრძელდა მანკიერი პრაქტიკა, როდესაც უბნის მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული იყვნენ კანდიდატების კოორდინატორები და აქტივისტები და აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩეველს, ცალკეულ შემთხვევებში მათ მიერ დაფიქსირებულ ნებასაც, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც ირიბი კონტროლი, კონტროლის მცდელობა ამომრჩევლის ნებაზე“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics