00:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 20:12:03, 907 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა

ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულარ ყველა საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები ლიდერობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არჩევნებმა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა.

„მადლობას ვუხდით ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. საზოგადოების მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. ჩვენ მზად ვართ, განახლებული ენერგიით, განვაგრძოთ ყველა იმ გეგმის განხორციელება, რომელიც სწრაფი განვითარების გზით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს“, - განაცხადა კალაძემ.

კახი კალაძემ საქართველოს მოსახლეობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების გზაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics