22:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 21:39:24, 779 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს

დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმ "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები დასრულებული არ არის და საბოლოო კონსულტაციები სამთვრობო ცვლილებებზე გაიმართება იმ უმრავლესობასთან, რომელიც მეორე ტურის შედეგად ჩამოყალიბდება.

„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ საკითხზე.  ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პირადად, რომ სამინისტროების დიდი შერწყმა და გაერთიანებები არ გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან დიდი ტურბულენციები, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამინისტროების სტრუქტურაში, შიგნით იქნება გარკვეული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება ძალიან კონსერვატიული მიდგომა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics