18:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 16:31:57, 970 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე: დავით რაქვიაშვილი თავისი საქმის მცოდნე და კარგი პროფესიონალია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი დავით რაქვიაშვილი თავისი საქმის მცოდნე და კარგი პროფესიონალია.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, რაქვიაშვილს საპასუხისმგებლო საქმე ექნება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მმართვე გუნდს საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაკნინება სურს.

”მე ვახასიათებ მას, როგორც კარგ პროფესიონალს და თავის საქმის მცოდნე ადამიანს და მინდა წარმატება ვუსურვო ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ”ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანა არის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაკნინება და უშიშროების საბჭოს როლის შესუსტება. იცით რომ ორი უშიშროების საბჭო არსებობს, ამიტომ ამ ფონზე მას საკმაოდ საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად რთული ამოცანები და საქმე ექნება”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics