19:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 12:18:30, 801 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროშო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროშო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მომზადებული საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის პროექტი განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საექსტენციო სისტემის გაძლიერება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განმარტებით, ექსტენცია მოიცავს კვლევისა და ტრეინინგების კომპონენტს. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული სტრატეგია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საექსტენციო მომსახურების გაუმჯობესებაში.

პროექტის განხილვისას ყურადღება გამახვილდა სტრატეგიის დოკუმენტის შინაარსის ძირითად მიმართულებებზე: სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მიზნებზე, პაკეტებზე, მიდგომასა და მიზნობრიობაზე, სახელმწიფოს როლზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციაში, საორგანიზაციო სტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე.

შეხვედრას  მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილეები: გიორგი ჩხეიძე, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე, ასევე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და სამინისტროს  შესაბამისი  დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics