18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 15:36:01, 725 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში მობილური ექსტენცია იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ჭოღა, ნაიჩხოვო, თაია, მუხური, ბია, საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ღორსა-დღვაბა, ნოჯიხევი) მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და თხილის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიისა და დაავადებათა პროფილაქტიკის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სპეციალისტებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა: თხილის ბაღების გაშენების სპეციფიკა და დამტვერვის პროცესების სწორად წარმართვა: თხილის მავნებელ-დაავადებათა ტიპები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, ნიადაგის ანალიზის საჭიროება და მისი ნაყოფიერების ამაღლების გზები, ფიტოსანიტარული ღონისძიებების დროულად გატარება, პესტიციდების შერჩევა და სხვა. 

უწყების ინფორმაციით, ფერმერებს თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ფენოკალენდარული სქემები დაურიგდათ.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად, ფერმერებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ციტრუსის, დაფნის, ხურმის, სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზეც.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო მომსახურება რეგულარულად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართულნი.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics