2016-10-19 10:16:48, 857 ნახვა
რეგიონი
მესტიაში პროექტი „გენდერული თანასწორობის სკოლა“ ჩატარდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, მესტიაში პროექტი - „გენდერული თანასწორობის სკოლა“ - განხორციელდა.
მასში ადგილობრივი სკოლების IX-X კლასების 25 მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტის მონაწილეები გაეცნენ გენდერის ცნებასა და არსს, გენდერულ თანასწორობას, სტერეოტიპებს, გენდერულ ძალადობას.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგების ფარგლებში მოსწავლეებისთვის გაიმართა ფილმების ჩვენება-დისკუსია, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციები; შესრულდა სხვადასხვა შინაარსის სავარჯიშოები. პროექტი მესტიის იუსტიციის სახლში ჩატარდა.
როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდულ პროგრამებს ახორციელებს. მათი მიზანი სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან