13:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 09:40:45, 884 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.

ამისთვის პრემიერმა საზოგადოების წევრებს მადლობა გადაუხადა:

„მოგეხსნეებათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველად იკრიბება მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩატარდა უპერეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები. მინდა, ყველა თქვენგას მივულოცო ეს ფაქტი და მადლობა გადავუხადო ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ვინაიდან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის. თითოეულმა დამვკირვებელმა აღნიშნა ეს ფაქტი. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესის. ყველას გილოცავთ ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. მინდა, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თითოეული მოქალაქის არჩევანის მიმართ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა დიდი ნდობა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics